სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის და დანის წვერზე უნდა გავიაროთ, რომ ქვეყანა მთლიანად ამუშავდეს - იმნაძე
COVID-19 - 20:40, 01 Feb, 2021     1233

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, კორონავირუსის ირგვლივ სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა და ახლა მთავარია მოსახლეობა ხიბლში არ ჩავარდეს და შევინარჩუნოთ ეს მაჩვენებელი.

იმნაძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ ამავდროულად მისივე თქმით, დანის წვერზე უნდა გავიაროთ, რომ ქვეყანა მთლიანად ამუშავდეს.

მისივე თქმით, ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ ცნობილი გახდება რაღაცების უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს ამ დროისთვისაა დაგეგმილი.

"წინა კვირის მონაცემებს, თუ შევაჯამებთ სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა, მოიკლო შემთხვევებმა, დაახლოებით 4%-ზე ცოტა მეტია დადებითობის მაჩვენებელი. სავარაუდოდ, 5%-ის ფარგლებში იქნება. ახლა სიტუაცია ნამდვილად სტაბილურობისკენ მიდის. ახლა მთავარია, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ და დღეს მოგეხსენებათ, ბიზნესებიც გაიხსნა, სწავლაც დაიწყო, ბათუმსა და აჭარაში სარესტორნო ბიზნესიც გაიხსნა, აქ მთავარი იცით რა არის?! არ დაგვემართოს იმავე, რაც დაგვემართა აგვისტოსა და სექტემბერში. ამ დაავადებას ძალიან ცოტა დროს სჭირდება, სადღაც ერთი თვე სჭირდება, რომ შემთხვევების რიცხვი გაოთხმაგდეს. რა თქმა უნდა, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ დანის წვერზე უნდა გავიაროთ. იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა მთლიანად ამუშავდეს და მეორე მხრივ, არ დაგვემართოს, რაც ნოემბერში დაგვემართა.

მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რამე გაიხსნა ქვეყანაში ერთი კვირა დავაკვირდებით როგორი იქნება ეს მონაცემები და ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, შეიძლება თუ არა რაღაცების გადმოტანა და უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს დაგეგმილია“, - განაცხადა იმნაძემ გადაცემაში "რეზიუმე".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42