გვერდითი მოვლენები ყველა ვაქცინას აქვს, თუმცა Pfizer-ის შემთხვევაში იშვიათია - თენგიზ ცერცვაძე
COVID-19 - 19:59, 01 Feb, 2021     1204

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიც ცერცვაძე ფაიზერის ვაქცინის გვერდით მოვლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვაქცინას გვერდითი მოვლენები თითქმის არ აქვს.

მისივე განმარტებით, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს მძიმე ფორმით ალერგიული ფონი, ანაფილაქსიური შოკი, რომელსაც თუ დროზე არ მივიღეთ ზომები, შესაძლოა, სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, პირველ რიგში აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი 75 წელს გადაცილებული ადამიანები.

"გვერდითი მოვლენები ყველა მედიკამენტს და ყველა ვაქცინას აქვს, თუმცა ეს გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია ამ ვაქცინის დროს. ის შეიძლება გამოვლინდეს ინექციის გაკეთების ადგილზე, წვის და ქავილის სახით, ასევე, შესაძლოა, ვაქცინა გაკეთებულმა ადამიანმა თავი შემდგომ დღეებში შეუძლოდ იგრძნოს.

ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს მძიმე ფორმით ალერგიული ფონი, ანაფილაქსიური შოკი, რომელსაც თუ დროზე არ მივიღეთ ზომები, შესაძლოა, სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე.

მსოფლიოში, ჯერჯერობით, არცერთ განვითარებად ქვეყანას ეს ვაქცინა არ მიუღია. ჩვენი ქვეყანა არის პირველ ხუთეულში, განვითარებადი ქვეყნების, ვინც ამ ვაქცინას მიიღებს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგია.

პირველ რიგში, ეს ვაქცინა უნდა გაიკეთონ ექიმებმა, შემდეგ 75 წელს გადაცილებული პირები, შემდეგ 65 წელს გადაცილებული პირები და ა.შ სანამ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის 60%-ის ვაქცინაცია,"-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ "ღამის კურიერში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42