მსახიობი იუნა შაფათავა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას უპირისპირდება.
შაფათავა აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრს არ აქვს უფლება ადამიანების გადარჩევის.
"კონკრეტული ნაბიჯი არის კონკრეტული ნაბიჯი! კონკრეტული ნაბიჯი არის ჩემი უმუშევრობის კომპენსაცია ამერიკაში, სტუდენტური სესხების შეჩერება, საბანკო სისტემის შეჩერება, რომ არ გადაიხადონ, გამოსახლებისგან დაცვა, სოც.დაუცველებისთვის სასადილოების გახსნა! თითოეულ ადამიანზე 100–200 ლარის გადახდა, სკოლების მხარდაჭერა, რომელია თურნავას კონკრეტული ნაბიჯი? ხარისხიანი ტურისტის გადარჩევა? რა უფლება აქვს ადამიანების ხარისხიანების განსაზღვრის? თვითონ ხარისხიანები ხართ? თურნავა ხარისხიანი მინისტრია? და კიდევ სხვა მინისტრები?" - ამბობს შაფათავა "ფეისბუქ ლაივში".
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ,რომ მათთვის პრიორიტეტული და მნიშნველოვანია ხარჯვის უნარიანი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში.
მასალის გამოყენების პირობები