ვულოცავ სრულიად საქართველოს, ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია - თენგიზ ცერცვაძე
COVID-19 - 16:53, 01 Feb, 2021     1754

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ დამაიმედებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქვეყანაშ უმაღლესი ხარისხის ვაქცინის შემოტანით პანდემიის დასასრულს მივუახლოვდებით:

"გილოცავთ!

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი (ჩვენი ინფორმაციით პირველ ხუთეულში) უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას. სავარაუდოდ, 30 ათას დოზას, ხოლო შემდგომში ეტაპურად მიიღებს ჯერ მაღალი რისკის ჯგუფების პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას.

ეს შესაძლებელი გახდა ქვეყნის ხელმძღვანელობის, პირადად პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დროული და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად.

დიდი მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ყველა საერთაშორისო ინსტიტუციებს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყნის ძალისხმევას.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რათა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი წარიმართოს უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე.

მოსახლეობის ვაქცინაცია ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების და მით გამოწვეული სიკვდილობის მკვეთრი შემცირების, აგრეთვე ყველანაირი შეზღუდვების და რეგულაციების ეტაპობრივი და უსაფრთხო მოხსნის ყველაზე ეფექტიანი გზაა.

ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას. ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია" წერს ცერცვაძე ფეისბკის პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42