ისრაელში ჩატარებულმა ექპსერიმენტულმა კვლევებმა ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწობა გააჩინა. თავდაპირველი მონაცემების თანახმად, ინოკოლაციის კამპანიის ფონზე შეინიშნება ჰოსპიტალიზებისა და ახალი ინფიცირების შემთხვევათა საგრძნობი კლება.
3-იდან 1 ებრაელს უკვე სულ მცირე ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიღებული აქ, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 24/7-ზე მიმდინარე იმუნიზაციის ფონზე 60 წელს გადაცილებული ადამიანების 70 % უკვე აცრილია ვაქცინის ორივე დოზით. ყოველდღიურად 200 000-ზე მეტი ადამიანის ვაქცინირება ხდება. ამის შესახებ წერს Guardian-ი.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 715 425 ადამიანიდან, რომელთაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, მხოლოდ 0.04 %-ს (317 ადამიანს) გამოუვლინდა ინფიცირება. მხოლოდ 16 ადამინს დასჭირდა მკურნალობის კურსის გავლა საავადმყოფოებში, რაც 0.002 %-ს შეადგენს. ებრაული ჯანდაცვის ორგანიზაციის, maccab-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დგინდება, რომ რეალურ პირობებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 92 %-იანი ეფექტურობა გამოავლინა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5000 დოზა ვაქცინის გაგზავნა იგეგმება პალესტინელი სამედიცინო მუშაკებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






