თუ მოგზაურობის დროს გსურთ დროის დაზოგვა და კომფორტი, მანქანის ქირაობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. Car Rent Georgia ლოკალური კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს შეღავათიან ფასებსა და მანქანების ქირაობის ფართო არჩევანს სთავაზობს.
ავტომობილის შერჩევამდე განსაზღვრეთ როგორი გზა გექნებათ გასავლელი და გადაწყვიტეთ სედანის ტიპის მანქანით უფრო კომფორტულად იმგზავრებთ თუ ჯიპით. Car Rent Georgia-ში ხელმისავწდომია შემდეგი ბრენდები და მოდელები:
· HONDA Cr-V
· HONDA FIT
· TOYOTA Prius
· TOYOTA Aqua
· TOYOTA Camry
· HYUNDAI Accent
· HYUNDAI Sonata
· KIA Cerato
· CHEVROLET Camaro
· MERCEDES-BENZ S 55
· MERCEDES-BENZ G 55 AMG
კომპანიის მთავარი პრიორიტეტი არის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ამიტომაც თითოეული ავტომობილი ტექნიკურად გამართულია და მოგზაურობის განმავლობაში დისკომფორტის შექმნის რისკი მინიმალურია. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილს რაიმე პრობლემა შეექმნება, კომპანია დაგეხმარებათ მის მოგვარებაში.
რა ღირს მანქანის ქირაობა?
მანქანის ქირაობის ღირებულება განსხვავდება ავტომობილის ბრენდისა და მოდელის მიხედვით. Car Rent Georgia-ს საიტზე სედანის ტიპის ავტომობილების საფასური მერყეობს 20$-დან 150$-მდე (ექვივალენტი ლარში), ხოლო ჯიპების 28$-დან 250$-მდე დღეში. მითითებულ თანხაში ასევე შედის დაზღვევა და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დახმარება. Car Rent Georgia-ში შეგიძლიათ ონლაინვე დაჯავშნოთ სასურველი ავტომობილი და ისარგებლოთ ადგილზე მიყვანის სერვისით.
რა უნდა გაითვალისწინოთ მანქანის ქირაობამდე?
მანქანის ქირაობამდე სასურველია გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა თქვენი მგზავრობა იყოს კომფორტული და სასიამოვნო. ესენია:
· მანქანა შეარჩიეთ იმისდამიხედვით, თუ რა ტიპის გზაზე მოგიწევთ მოგზაურაურობა და რამდენი ხანი იქნებით გზაში.
· იკითხეთ, რა სახის საწვავს იყენებენ კონკრეტული მანქანისთვის
· მანქანის შერჩევისას გაითვალისწინეთ მგზავრების რაოდენობა
ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ ისეთი ავტომობილის შერჩევაში, რომლითაც უპრობლემოდ მოინახულებთ სასურველ ლოკაციებს, და ისიამოვნებთ მოგზაურობით.
მასალის გამოყენების პირობები