1. გაიღვიძეთ თავის დროზე

დროულად გაღვიძება (თუნდაც ეს იყოს ადრე) საშუალებას მოგცემთ დღე მშვიდად და ბედნიერად დაიწყოთ.
დროულად გაღვიძება (თუნდაც ეს იყოს ადრე) საშუალებას მოგცემთ დღე მშვიდად და ბედნიერად დაიწყოთ.
2. გადაწიეთ ფარდები

აუცილებელია, დილით ადგომნისთანავე საძნებლის ფარდები გადაწიოთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამოფხიზლებისთის, გარდა ამისა, დილის სინათლე უდიდეს ენერგიას გმატებთ.
3. გაასწორეთ საწოლი

დილა აუცილებლად ლოგინის ალაგებით უნდა დაიწყოთ. ამას ერთ წუთზე ნაკლები დრო დასჭირდება, მაგრამ შედეგად მოწესრიგებულ ოთახსა და თვითკმაყოფლების გრძნობას მიიღებთ.
4. შეამოწმეთ დავალდებების სია

ადამიანებს დავალებების სია ეხმარება თვალყური ადევნონ ყოველდღურ საქმეს და განსაზღვრონ პრიორიტეტები სახლში თუ სამსახურში.
დილა სწორედაც რომ საუკეთესო დროა თქვენი დავალებების სიის შესამოწმებლად და დღის პრიორიტეტების დასალაგებლად.
5, მოუსმინეთ ოპტიმისტურ მუსიკას

მუსიკა ეს არის განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალება. განსაკუთრებით დილით, ის თქვენ დაგეხმარებთ ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის ამაღლებაში.
მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ შხაპის დროს, სამზარეულოში ან უბრალოდ გზად სამსახურისკენ.
6. მედიტაცია 5 წუთის განმავლობაში
მედიტაციის უმარტივესი მეთოდია თვალების დახუჭვა, სუნთქვის კონტროლი და ფიქრების დალაგება. რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ მედიტაციაზე, მით უფრო ადვილი გახდება თქვენთვის.
7. ე.წ. გაწელვები

შეიძლება გაგღვიძებიათ ძლიერი ტკივილით კისრისა ან ზურგის არეში. რამდენიმე საათის დაწოლილ მდგომარეობაში გატარებამ, შესაძლოა კვალი დატოვოს თქვენს სხეულზე. ე.წ. გაწელვები იდეალური საშუალებაა ამ დისკომფორტის შესამცირებლად.
8. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი

დატენიანება აუცილებელია, განსაკუთრებით კი რამდენიმე საათი ძილის შემდეგ. მაშინაც კი, თუ კოფეინზე დამოკიდებული ადამიანი ხართ, შეეცადეთ დალიოთ ერთი ჭიქა წყალი. შედეგად კი თავს ბევრად ენერგიულად და ხალისიანად იგრძნობთ.
მასალის გამოყენების პირობები






