ქუთაისში, მერიის წინ მდებარე ბაღში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს კარავი აქვთ გაშლილი და 24-საათიანი აქციით აპროტესტებენ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას, ცოტა ხნის წინ მანქანა შევარდა.
ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამოქალაქო აქტივისტი , თედო მესხი აცხადებს, რომ მანქანას ახალგაზრდა კაცი მართავდა და პირდაპირ კარვისკენ ჰქონდა გეზი აღებული.
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ზემოთხსენებული ბაღი ისეთ ადგილასაა გაშენებული, რომ თუ არა მიზანმიმართული მცდელობა, იქ მანქანა ვერ მოხვდება.
"შემოვარდა ეს მანქანა და ერთ აქტივისტს მეორისთვის ხელი რომ არ ეკრა, ნამდვილად გაიტანდა, ბეწვზე გადარჩა სიკვდილს... ახალგაზრდა ბიჭი იჯდა საჭესთან, კარვამდე ვერ მიაღწია, გაიჩხირა მანქანა და უკან მოაბრუნა, გაიქცა... როცა გამოვეკიდეთ, პატრულმა გაგვაჩერა, ჩვენ უკვე დავაკავეთო... ვნახოთ, დააკავეს თუ არა, ველოდებით განცხადებას, " - აცხადებს თედო მესხი "მთავართან" სატელეფონო საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები