რამდენი აქვთ Glovo-ს კურიერებს ანაზღაურება - რა იყო გლოვერების პროტესტის რეალური მიზეზი
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:04, 30 Jan, 2021     15478
მიტანისა თუ გამოწერის სერვისი, თანამედროვე სამყაროს ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიტანის/გამოწერის სერვისით სარგებლობს. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში, როცა ობიექტების უმეტესობა დაკეტილია და მოსახლეობაც გარეთ გასვლისგან თავს იკავებს, საკურიერო სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა. დასაქმებულ კურიერებს ხშირად საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდების ნაცვლად უწევთ მოსახლეობამდე ნივთების ტრანსპორტირება, რადგან მოპედი, ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ხილვადი და ყველაზე დაუცველი ტრანსპორტია.

ამ პერიოდშივე, რა თქმა უნდა, გაიზარდა დასაქმებული კურიერების რაოდენობაც.

29 იანვარს, Glovo-ს კურიერების პროტესტმა საზოგადოებაში ბევრი კითხვა და გაურკვევლობა გამოიწვია, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა ნიუპოსტისთვის მოამზადა მასალა, სადაც ჩვენ დავინტერესდით, რამდენია გლოვერების საშუალო ანაზღაურება და კონკრეტულად რა მოთხოვნები ქონდათ მათ კომპანიასთან.

როგორც გავარკვიეთ, კურიერების ანაზღაურება შესრულებული შეკვეთების რაოდენობასა და ნამუშევარ საათებზეა დამოკიდებული. სწორედ ამის მიხედვით ერიცხებათ მათ ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი. მაგალითად, ერთი კურიერი რომ ორი კვირის განმავლობაში დღეში 8 საათი დაუკავშირდეს აპლიკაციას და 100-100 შეკვეთა შეასრულოს და შემდეგი ორი კვირის განმვავლობაში ბონუსზე გავიდეს, მისი თვიური გამომუშავება (თიფების გარეშე) 2500-3500 ლარის ფარგლებში იქნება.

დეტალურად ყოველკვირეული დამატებითი ბონუსები, გარდა უშუალოდ შეკვეთებზე ტარიფით გამომუშავებული თანხისა, ასე გამოიყურება:

მანქანისთვის ყოველ შესრულებულ 150 შეკვეთაზე ბონუსი 250 ლარია;

მოპედისთვის ყოველ შესრულებულ 120 შეკვეთაზე 100 ლარი, ხოლო 180 შეკვეთაზე 350 ლარი.

როგორც აღმოჩნდა, გლოვერებს ლოდინის თანხაც უნაზღაურდებათ.

საინტერესოა თიფის განაწილების სისტემაც, აპლიკაციაში კურიერისთვის 1, 2 ან 3 ლარის ოდენობის ე.წ „ჩაის“ დატოვების საშუალება გაქვთ, რომელიც სრულად, 100%-ით კურიერს ეკუთვნის და მას ეს თანხა შეკვეთიდან 1 საათის განმავლობაში აესახება, რადგან ცუდი მომსახურების ან სხვა რამე სახის უკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს ერთი საათის მანძილზე უკან გამოითხოვოს გადახდილი თიფი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამომუშავებულ თანხასთან ერთად, კურიერებს ყოველთვიურად საწვავის და ტრანსპორტის მომსახურების ხარჯები აქვთ, სკუთერზე საშუალოდ 300-400 ლარი ხოლო ავტომობილზე - 600-700 ლარი.

ჩვენ ასევე დავინტერესდით სადაზღვევო სისტემითაც, რადგან აქციაზე რამდენიმე კურიერის მხრიდან სწორედ იმ ხიფათზე იყო საუბარი, რის ფასადაც მათ მტელი ქალაქის მასშტაბით უწევთ შეკვეთების მიტანა, თანაც ისინი არ არიან კომპანიის თანამშრომლები, სარგებლობენ მიკრო მეწარმის სტატუსით და კომპანიის პარტნიორებად ითვლებიან. Glovo-ს კორპორატიული დაზღვევა ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუკი უბედური შემთხვევა მოხდება პლატფორმის გამოყენებისას. იგი ითვალისწინებს პირად შემთხვევას, ტრანსპორტირებულ საქონელს და მესამე მხარის მიმართ მიყენებულ ზიანს ( მოტოციკლის / ავტომობილის მოხმარებისას, მესამე მხარის მიმართ მოყენებული ზარალი უნდა ანაზღაურდეს მძღოლის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო დაზღვევით) - ვკითხულობთ სადაზღვევო ხელშეკრულებაში.

როგორც კურიერებმა ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნეს, პანდემიის პერიოდში კოვიდ დაზღვევაც ამოქმედდა, რაც გლოვერის დაინფიცირების შემთხვევაში მისი საშუალო ხელფასისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს.

საინტერესოა, რომ საქართველოში არსებული საშუალო ხელფასების პირობებში, კურიერები საკმაოდ მაღალი 3000 ლარიანი შემოსავალის მიღების საშუალებას და საბონუსე სისტემას აპროტესტებდნენ. ნიუპოსტის დამოუკიდებლ ჟურნალისტთა ჯგუფმა რამდენიმე კურიერს პირადადაც მიმართა და კომენტარის გაკეთება სთხოვა. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნა უბრალოდ ძველი საბონუსე სისტემის დაბრუნება იყო, რადგან ნაკლებ დროში შემოსავალი მეტი გამოსდიოდათ, თუმცა, ამის საპასუხოდ, კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დატვირთვის გაზრდის გამო, ყველა დეტალის, მათ შორის საბონუსე სისტემისა და სხვადასხვა ოპერაციული საკითხების ცვლილება და ადაპტირება გარკვეული სიხშირით უწევთ, მაგრამ ბოლოს ტარიფების ცვლილება გასული წლის ივნისში მოხდა.

შემდეგი შეხვედრა Glovo-ს ადმინისტრაციასა და პარტნიორ კურიერებს შორის 10 თებერვალსაა დაგეგმილი. როგორც ორივე მხარე აღნიშნავს, მანამდე მოთხოვნების განხილვასა და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღებას აპირებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42