"რამდენიმე დღე მოვითმინოთ" - თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას აანონსებს
COVID-19 - 20:36, 29 Jan, 2021     1812

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნა რისკისა და სარგებლის შედარების პრინციპით მოხდება.

მისი თქმით, კარგად ესმის, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა, თუმცა ცერცვაძე განმარტავს, რომ ინფიცირების რისკებმა არ უნდა გადაფაროს ეკონომიკური ზიანის რისკები.

"ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის პრობლემები, მათი პროტესტიც, ეკონომიკის სიძნელეებიც, ის რომ თითოეული მოსახლის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ ყველა სიტუაციაში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ რისკის და სარგებლის პრინციპით, თითოეული შეზღუდვის მოხსნით რას მივიღებთ მეტს - სარგებელს მოსახლეობისათვის თავისუფლების, ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით, თუ რისკს ინფიცირების ახალი შემთხვევების მატების კუთხით, რომელიც გადაფარავს შემდეგ ამ ეკონომიკურ სარგებელს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, დადებითობის მაჩვენებლი 4 პროცენტს უახლოვდება, რის გამოც, შესაძლოა, შეზღდვები დათქმულ ვადაზე ადრე მოიხსნას.

"მე კონკრეტული ინფორმაცია რისკისა, თუ რომელი კონკრეტული შეზღუდვის მოხსნაა დაკავშირებული მეტ რისკთან და რომელია გამართლებული ან გაუმართლებელი, არ მაქვს. ამიტომ მე კონკრეტულ რეკომენდაციას, რომ დღეს რომელიმე შეზღუდვა მოიხსნას ვერ გავცემ. მე შემიძლია გავცე მხოლოდ ის, რომ მხარს ვუჭერ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად გონივრულად და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ქვემოთ და ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ, რამდენიმე დღე კიდევ მოვითმინოთ და როცა ყველა პირობა იქნება, რომ უმტკივნეულოდ და რისკის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვები, მოვხსნათ. მთელი მთავრობა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამაზე მუშაობს, ვინმე ნუ იფიქრებს, რომ მხოლოდ მოსახლეობა წუხს ამაზე და ბიზნესი. ამით შეწუხებულია ყველა, ვინც პასუხისმგებელია შეზღუდვების შემოღებაზე და მოხსნაზე. როგორც კი იქნება შესაძლებლობა, რომ მოიხსნას ესა, თუ ის შეზღუდვა დამიჯერეთ მოიხსნება, არ დაგვიანდება, პირიქით, შეიძლება წინსწრებითაც მოხდეს," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42