"7 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ძმამ ჩემი გაუპატიურება სცადა, 1 კვირის შემდეგ გამაუპატიურა, ვყვიროდი... არ ვიცოდი საერთოდ, რა იყო სექსი და ვერც ვიაზრებდი, რას აკეთებდა" - არასრულწლოვანი გოგონას უმძმესი წერილი
კრიმინალი - 19:14, 29 Jan, 2021     10245
სოციალურ ქსელში, გვერდი დამიცავი• პატარა ვარ სექსუალური ძალადობის მხვერპლის უმძიმეს ისტორიას აქვეყნებ:
"მე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვარ. 15 წლის გოგო ვარ, რომელზეც 6 წლით უფროსი ძმა ძალადობდა... დიახ, მე ფსიქიკა საკუთარმა ძმამ დამინგრია...7 წლის ვიყავი, როდესაც ღამე ჩემი ძმა ჩემს საწოლში გადმოვიდა და ჩემი გაუპატიურება სცადა. მაშინ არ ვიცოდი საერთოდ, რა იყო სექსი და ვერც ვიაზრებდი, რას აკეთებდა. დილით კი საკუთარ თავს დავაჯერე, რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო და სხვა არაფერი.დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, როდესაც მარტოები დავრჩით, გამაუპატიურა. ვყვიროდი, ვეხვეწებოდი, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ არ მისმენდა და აი ამ დღიდან, ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ყოველდღე სისტემატიურად ჩემზე ძალადობდა, მე კი უსუსური ბავშვი ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი მის შესაჩერებლად...8 წლის ასაკში იმდენად ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი, რომ თვითმკვლელობა ვცადე... საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, გადავრჩი და რამდენიმე ტყუილით გამოვძვერი ისე, რომ ვერავინ მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს...ამ ჯოჯოხეთში 5 წელი ვიცხოვრე და მე ხმას ვერ ვიღებდი, იმიტომ რომ მრცხვენოდა, იმიტომ რომ ვფიქრობდი, არ დამიჯერებენ-მეთქი, იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად, რაღაც მხრივ მეცოდებოდა ჩემი ძმა და ამ ყველაფერს საკუთარ თავში ვიკლავდი, ცრემლებს ვიწმენდდი და ეზოში გავდიოდი თოჯინებით სათამაშოდ...4 წელია, რაც ჩემი ძმა აღარ შემხებია, მაგრამ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მაქვს მიღებული. სულ მგონია, რომ ვიღაც დამყვება, სულ მგონია, რომ იგივე განმეორდება არ მშორდება ეს შიშები და გაუსაძლისია უკვე ასე ცხოვრება... ჩემი ასაკის გოგოებს რომ ვუყურებ, მხოლოდ ქრაშებზე და შეყვარებულებზე არიან გადართულები და ამ დროს მე ბიჭი რომ მეხება, თვალწინ ყველა ის კადრი მესახება, რაც ამ წლების განმავლობაში გადავიტანე...დღეს ჩემს ძმას ცოლიც ჰყავს და შვილიც. ერთი პატარა ტკბილი ოჯახი აქვს და უდარდელად ცხოვრობს, მე კი მისი სიამოვნების გამო წამითაც ვერ ვიშორებ საშინელ ფიქრებს...დედასთან ამაზე არასდროს მისაუბრია, მიუხედავად იმისა, რომ გამგები და თბილი დედიკო მყავს. უბრალოდ, ზედმეტად მტკივნეული იქნება მისთვის ის ფაქტო, რომ მისი ერთი შვილი მეორეს 5 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. ესეც რომ არა, ვიცი, ხმამაღლა თუ ვისაუბრებ ამაზე, ჩემს ძმას ოჯახი დაენგრევა, მე კი ვერ დავუშვებ ჩემი ძმიშვილი უმამოდ გაიზარდოს, იმიტომ რომ ვიცი, რაცაა მამის გარეშე ცხოვრება.რადგან ჩემებმა არ იციან, რამხელა ტვირთს დავათრევ ზურგით, ფსიქოლოგთან სიარული ფიზიკურად არ შემიძლია მე ვერ გავწვდები ფსიქოლოგის თანხებს...არ ვიცი, თქვენგან რას ვითხოვ, უბრალოდ მინდოდა ჩემი ისტორიის გაზიარება... მადლობა ყველას ვინც ბოლომდე მომისმინეთ ძალიან კარგები ხართ..." - ვკითხულობთ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42