სიკეთის მარტივმა გამომჟღავნებამ ძალიან ცუდი დღე შესაძლოა იდეალურად აქციოს.
დღეისათვის მსოფლიოში არსებული რთული ვიტარების გამო იშვიათია ისეთი ისტორიები, რომლებიც შესაძლოა ღიმილს იწვევდნენ.
თუმცა მაინც ხდება ისეთი რაღაცები,რ აც აღნიშვნის ღირსია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სიკეთე ჯერკიდევ არსებობს და ადამიანები მის გამოხატვას ყოველდღიურად ცდილობენ.
ეს საინტერესო და კეთილი ისტორია თავს გადახდა ქალს პორტლენდიდან. მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი უცნობის ავტომობილს დაეჯახა, მეპატრონეს ბოდიშის წერილი და თავისი ტელეფონის ნომერი დაუტოვა, რადგან შემთხვევა პარკირებისას მოხდა და დაშავებული ავტომობილის მძღოლი ადგილზე არ იმყოფებოდა.
დაზარალებულმა კი გარკვეული დროის შემდეგ საინტერესო მესიჯი მისწერა, მადლობა გადაუხადა გამოჩენილი ყურადღებისთვის და უთხრა, რომ არანაირი ტანხის გადახდას არ სთხოვს.
უცნობმა მას მისწერა: „თქვენ მიიღეთ კარგი მოქალაქის ჯილდო, დარწმუნებული ვარ ჩემი სანომრე ნიშანი გადარჩა, თუ ასე არ არის, ვფიქრობ ამას იმსახურებდა. ყველა ჩვენს კუთვნილ გზას გავდივართ და დარწმუნებული ვარ მომხდარს ერთად გადავლახავთ. მადლობა და კარგ დღეს გისურვებთ“.
ქალმა ეს მიმოწერა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა და დადებითი კომენტარებიც დაიმსახურა.
მასალის გამოყენების პირობები






