დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეს კორონავირუსზე გაკეთებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო სამ თვეში, ყველაზე დაბალია.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა კლების ტენდენციას შენარჩუნება სჭირდება.
"ახალი შემთხვევების კლების დინამიკა გრძელდება. ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი დღეს არის, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები - 3.5%. ბოლო 7 დღეში გვაქვს 4.7%, ბოლო 14 დღეში კი - 5.8%.
მინდა წარმოგიდგინოთ ამ დადებითობის პროცენტის შედარებითი მაჩვენებელი ოქტომბერ-ნოემბრიდან მოყოლობული დღემდე. ასეთია დინამიკა:
23 ოქტომბერი- 5 ნოემბერი - 19%; 6 ნოემბერი-19 ნოემბერი -24%; 20 ნოემბერი - 3 დეკემბერი - 30%; 4 დეკემბერი - 7 დეკემბერი - 22%; 18 დეკემბერი - 31 დეკემბერი - 14.5%; 1იანვარი - 14 იანვარი - 10.5%; 15 იანვარი - 28 იანვარი - 5.8%,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






