"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" აღმასრულებელმა დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, "საქსტატის" წინსწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა. თოდრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ეკონომიკასთან დაკავშირებულ კვლევებსა და მონაცემებზე ისაუბრა:
„დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა. შესაბამისად, 12 თვის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -6.1%-ია.
2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ხოლო ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა" - აღნიშნა თოდრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები