საგამოძიებო უწყება დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი მანჯგალაძემ - ის მესამედ დაიბარეს დაკითხვაზე , დაკითხვა 6 საათი გაგრძელდა.
მანჯგალაძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ კომენტარს არ აკეთებს და განაცხადა, რომ ყველა კითხვას გასცა პასუხი.
"ყველა კითხვას გავეცი პასუხი, დანარჩენი, კომენტარების გარეშე. რაც აინტერესებდათ იმაზე გავეცი პასუხი", - განაცხადა მანჯგაალძემ.
მაჯგალაძის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ის ისევ მოწმის სახით გამოიკითხა და უწყებას ბრალი არ წაუყენებია.
პროკურორმა კი არც უარყო და არც დაადასტურა, რომ მას ბრალი წაუყენონ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა 20-20 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალათ და სასამართლო დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






