ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ისრაელის რეჟიმი“ პატარა შეცდომას მაინც დაუშვებს, ირანი ჰაიფასა და თელ-ავივს მიწასთან გაასწორებს.
ბრიგადის გენერალი, აბოლფაზლ შეკარჯი, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერია, ეხმიანება ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის განცხადებას. ამის შესახებ ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს.
„როორც ლიდერმა თქვა, თუ ისრაელის რეჟიმი პატარა შეცდომას მაინც დაუშვებს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, ჩვენ არა მარტო რაკეტებით დავბომბავთ მათ ბაზებს, არამედ უმოკლეს დროში გავანადგურებთ და მიწასთან გავასწორებთ თელ-ავივსა და ჰაიფას“ - განაცხადა შეკარჯიმ. გენერლის თქმით, ებრაელებმა ჯერ არც კი იციან ირანის შესაძლებლობათა შესახებ, რომელიც ჯერ არც კი გამოვლენილა.
„დღეს ისრაელის რეჟიმის დამხობა დგას დღის წესრიგში. ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და რეგიონის ეს სიმსივნური წანაზარდი უნდა მოიკვეთოს, რადგან მან მრავალი დანაკარგი მიაყენა მუსლიმურ საზოგადოებას“ - აღიშნა ბრიგადის გენერალმა.

მასალის გამოყენების პირობები






