ე.წ. დავით-გარეჯის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„რაც შეეხება ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთი ღონიძიების ამ ეტაპისთვის შეცვლის საკითხს, ბრალდების მხარე ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მათ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გადაცემულია სასმართლოსთვის“ - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.
პროკურორის მტკიცებით, დადგენილია დანაშაულის მოტივი და გამოძიება ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს.
„აქედან გამომდინარე, ბრალდებულები განაჩენს დაელოდებიან გარეთ“ - განაცხადა პროკურორმა.
ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი იქვე დასძენს, რომ გამოძიებამ მოიპოვა მათი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები და რომ "ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება".
"მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები, მათი ნაწილი გავასაჯაროვეთ და ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება, ამავე დროს, ვნახეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დირექტივების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი მოქმედებები არის მიმართული მაღალი თანამდებობის პირების გამოვლენისკენ, მათ შორის ერთი მათგანი ახლა იკითხება, დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მივმართავთ, რომ ბრალდებულებს შეეფარდოთ გირაო, რადგან პატიმრობაში მათი დატოვების აუცილებლობას ვერ ვხედავთ", - აცხადებს მიხეილ სადრაძე, პროკურორი.
მასალის გამოყენების პირობები






