საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელი უმჯობესდება - ქვეყანა ისევ ჩაკეტილია
COVID-19 - 16:54, 27 Jan, 2021     1327

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებელი უმჯობესდება

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახლა დადებითობის მაჩვენებელი 8,5%-ია, როცა ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ეს რიცხვი, დაახლოებით 25%-30% იყო.

მისი თქმით, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი სწორედ მრავალი ინდიკატორის ერთობლივად გაანალიზების შედეგად მიიღება.

„ზოგადად, ქვეყანაში, ყველა ეს მაჩვენებელი დინამიურად უმჯობესდება ბოლო თვის განმავლობაში. დადებითობის მაჩვენებელი, იანვრის განმავლობაში, გვაქვს 8.5 %, როდესაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ეს რიცხვი, დაახლოებით, იყო 25-30 და იყო დღეები, როდესაც 35 პროცენტზეც ავედით. ასევე, ბოლო 14 დღის განმავლობაში, დადებითობის პროცენტი არის 6,6, ბოლო 7 დღის განმავლობაში - 5,5 და დღეს გახლავთ 4.1 %. ეს გახლავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ არის რეგიონები, მაგალითად აჭარა, სადაც დღეს, დადებითობის მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 1%.

ზოგადად, აჭარაში, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 3 %-ზეა.

აქედან გამომდინარე, ე.წ. ასიმეტრიული შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო და 1-ლი თებერვლიდან გამოცხადებულია და უკვე იცით, თუ რა მსუბუქდება, რა მასშტაბით და განსაკუთრებით, უფრო მეტი, მთლიან საქართველოსთან მიმართებაში, ხდება ეს აჭარაში, სწორედ ამ ინდიკატორების მიხედვით და მასზე დაყრდნობით, რომელიც მე ჩამოგითვალეთ. სასურველია, რომ ეს მონაცემები მყარად შევინარჩუნოთ ბოლო 14 დღის განმავლობაში და ვმსჯელობთ 7 და 14 დღეზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42