საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სავაჭრო სექტორის წარმოამდგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ შეზღუდვების გახანგრძლივების მნიშვნელობასა და შემსუბუქების შემდეგ ეტაპებზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, რეგულაციების მოხნის შემდეგ კვირაში 2 დღე შეზღუდვები მოქმედებდეს:
"სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე იყოს ჩაკეტვები. დარჩება შაბათ-კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვების გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს, მივიღოთ გადაწყვეტილება იქნება ჩაკეტილი შაბათი-კვირა, თუ კვირის რომელიმე სხვა დღე. ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 7-დღიდან, ორ დღეს მობილობა იყოს დავარდნილი, სწორედ ამას ემსახურება შაბათ -კვირის ჩაკეტვები", - განაცხადა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






