ამერიკაში, კოლორადოს შტატის მაცხოვრებელმა სელეტა ნოტნაგელმა თავისი საყვარელი ქათმისთვის გულის ავადმყოფობაზე სამკურნალოდ 10 000 დოლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo ავრცელებს. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ქათამი, სახელად ბლიუ ქალის სახლში ცხოვრობს და ნოტნაგელის საწოლთან სძინავს. ქალი შინაურ ფრინველს თავის „მონათესავე სულს უწოდებს“
2020 წლის მარტში ბლიუ ძალზე ცუდად გახდა და ვეტერინარმა დაადგინა, რომ ქათამს გულის სისხლძარღვებთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, რის შემდეგაც გადაწყდა რომ მისთვის ოპერაცია გაეკთებინათ, რომელიც $4 000 ღირდა, თუმცა მკურნალობისა და გამოჯანმრთელების საერთო დანახარჯი $10 000 დოლარი გამოვიდა.
„ვიცი რომ ეს დიდი თანხაა, დაზღვევა კი მხოლოდ 2.5 ათასს დაფარავს, მაგრამ თქვენი შვილებისთვის ამას ხომ გააკეთებდით, ამას როდესაც ვამბობ ხალხი გაოცებული რჩება და დღემდე ვერ გაუგიათ თუ რატომ დავხარჯე ამდენი ფული ქათმის გადასარჩენად“ - განაცხადა ნოტნაგელმა
მასალის გამოყენების პირობები






