ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს ტელეფონით ისაუბრეს- ეს პირველი ზარია ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით Nbcnews-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისი ინტერესების დასაცავად მტკიცედ იმოქმედებს რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ, რომელიც გვაზიანებს ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ლიდერებმა ისაუბრეს აგრეთვე სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების ვადის 5 წლით გახანგრძლივებაზე, რომელსაც ხელი 5 თებერვალს უნდა მოეწეროს.
ჯო ბაიდენმა თავის საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. ამერიკის პრეზიდენტმა საუბრის განმავლობაში ახსენა აგრეთვე Solar winds-ზე განხორციელებული კიბერ შეტევა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მაღალჩინოსნებთან , აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ავღანეთში დაწესებული ჯილდოების შესახებ ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობის სანაცვლოდ. იგი აგრეთვე შეეხო 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობასა და რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს.
მასალის გამოყენების პირობები






