ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი და პროგრამები დღითიდღე უმჯობესდება, რის ფონზეც შესაძლებელი იქნება, რომ ზაფხულის ბოლომდე აშშ-ს 300 მილიონამდე მოქალაქე იქნეს აცრილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით.
იგი აღნიშნავს, რომ კომპანია Pfzier-ისა და Moderna-სგან იგეგმება დამატებით 200 მილიონი დოზა ვაქცინის შეძენ- „ ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რათა 300 მილიონამდე ამერიკელი ზაფხულის დასასრულისთვის შემოდგომის დასაწყისამდე სრულად იქნეს აცრილი“ - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ოფიციალურად 14 დეკემბერს დაიწყო, ამ დროისთვის სამედიცინო პუნქტებში სულ 41 მილიონზე მეტი დოზაა მიტანილი, რომელთაგან 23 მილიონით უკვე აიცრნენ მოქალაქეები.
Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით დამაიმედებელი პირველადი შედეგები უკვე გამოვლინდა ისრაელში. ჯანდაცვის ორგანიზაცია Maccabi-ის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 128 600 ადამიანზე, მხოლოდ იმათზე რომელთაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღეს- დადასტურდა, რომ აღნიშული რაოდენობიდან მხოლოდ 20 ადამიანს განუვითარდა ისევ კორონავირუსი, რომელთაც ძალზე მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები






