შეიძლება, სხვაგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჩაკეტილა, მაგრამ გაცილებით უარესი შეზღუდვებია - ცერცვაძე
COVID-19 - 21:10, 26 Jan, 2021     1647

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგის ცერცვაძის გაცხადებით, საქართველო სუსტი ჯანდაცვით მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედდარებით ახერხებს უკეთესი შედეგების დადებას ნაკლები დანაკარგებით.

ცერცვაძე თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას მინიმალური დანაკარგი ჰქონოდა.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებში შეზღუდვები არათუ მცირდება, პირიქით, მკაცრდება.

"თქვენ ითხოვთ, რომ საერთოდ არ იყოს დისკომფორტი, არ იყოს ეკონომიკური რეცესია, არ იყოს სიტუაციის გაუარესება და არ იყოს სიკვდილიანობა. მთელ მსოფლიოს ეს უნდა. ამიტომ არის მატერიალური და ინტელექტუალური რესურსები მობილიზებული, ამიტომ შეიქმნა უმოკლეს დროში ვაქცინა, ამიტომ იქმნება მედიკამენტები, მაგრამ ობიექტური რეალობა ესაა და რა ვქნათ?

ერთი მხრივ, სავსებით გასაგებია ადამიანების წუხილი, მოიხსნას ყველა შეზღუდვა იმიტომ, რომ ისინი დაიღალნენ, ეკონომიკა ჩაკეტილია, ეს აისახა თითოეული ადამიანის ყოფით პირობებზე, შეუმცირდათ შემოსავალი და მათი შინაგანი პროტესტი ადამიანურად გასაგებია, მაგრამ არის მეორე, ობიექტური რეალობა. ეს ხომ არ არის ვინმეს ბრალი? ყველაზე ნაკლებად ეს არის მთავრობის „კაპრიზი“. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პანდემიას საქართველო, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს. ტყუილად გგონიათ თქვენ, რომ სადმე, რომელიმე ქვეყანაში ან ქალაქში, უფრო ნაკლები შეზღუდვებია, ვიდრე საქართველოში. გაცილებით მეტი შეზღუდვებია და იქ შეზღუდვები არათუ იხსნება, მკაცრდება თანდათან. მთლიანად ჩაიკეტა ისრაელი, ინგლისში საბუთის გარეშე უფლება არ აქვთ სახლიდან გამოვიდნენ და შეუძლიათ წავიდნენ მხოლოდ სამსახურში, აფთიაქში ან მარკეტში. იგივე მდგომარეობაა ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში. ეს ობიექტური რეალობაა. შეიძლება სხვაგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჩაკეტილა, მაგრამ გაცილებით უარესი შეზღუდვებია. მე მესმის, საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს, რა ხდება სხვა ქვეყნებში. ჩვენთან ადამიანები შეწუხდნენ. კი ბატონო, მობეზრდა ხალხს შედარება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ექიმებმა? მათ შედარება მობეზრდათ, მაგრამ ჩვენ ეს შედარება იმიტომ მოგვყავს, რომ ადამიანებმა გაგვიგონ, რომ ეს რაც ქვეყანაში ხდება, არ არის ვინმეს მიზეზით. ეს მთელ მსოფლიოში ასეა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? , - განაცხადა ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42