ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ - ცერცვაძე
COVID-19 - 20:59, 26 Jan, 2021     1190

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგის ცერცვაძე , ეხმაურება შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციებს და აცხადებს, რომ წაქეზებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეების და ტელევიზიების და ადამიანების მიმართ, რომელიც აკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს - მისივე განმარტებით, შეზღუდვების მოხსნას მოჰყვება ბუმერაგივით ინფექციის აფეთქება.

როგორც მან აღნიშნა, ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ძნელია რიგით ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გააგებინო შეზღუდვების აუცილებლობა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

"პანდემია ობიექტურად ეს არის ძალიან დიდი უბედურება მსოფლიოსთვის და საქართველოს არ აუარა პანდემიამ გვერდი. კი ბატონო, დავუშვათ მთავრობა დაემორჩილა, მოუსმინა ამ პოპულისტურ მოთხოვნებს. ეს საპროტესტო აქციები კი, ალბათ სპონტანურადაც არის, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ისინი ხშირად წაქეზებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეების და ტელევიზიების და ადამიანების მიმართ, რომელიც აკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს, რომ მოიხსნას დაუყოვნებლივ ყველა შეზღუდვა - კი ბატონო განცხადებების გაკეთება ძალიან იოლია, მაგრამ ყველა შეზღუდვა, რომ მოიხსნას ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება, რომელიც ბუმერანგივით დაგვარტყამს უკან, დაარტყამს იგივე ადამიანებს, ვინც დღეს აპროტესტებენ ამას და აიძულებს ქვეყანას იგივე ადამიანებს, ვინც აპროტესტებენ და ითხოვენ ყველაფრის გახსნას, აიძულებს პანდემია, რომ ხელახლა ჩაიკეტონ და სახელმწიფო ცდილობს, რომ ეს არ დაუშვას ცდილობს, რომ ეტაპობრივად გახსნას ეკონომიკა და ყველანაირი ბიზნეს თუ პირადი აქტივობა, რომ ეს მდგომარეობა, რასაც ახლა მივაღწიეთ შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს.

ზაფხულში დაშვებული იქნა შეცდომა, რომ არ გამოიჩინეს საკმარისი სიმკაცრე, მოსახლეობის დაკვეთა შეასრულა მთავრობამ მაშინაც. ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ ნოემბერში და დეკემბერში. ახლა თუ იგივე შეცდომას გავიმეორებთ და ისევ უპირობოდ შევასრულებთ ყველა მოთხოვნას, რომელიც ეხება ყველაფრის გახსნას და ყველა შეზღუდვის მოხსნას, ძალიან დიდი რისკია, რომ გამეორდება ის, რაც ნოემბერ-დეკემბერში და მერე ხელახლა იქნება სათქმელი, რომ კიდევ დავუშვით შეცდომა, არ უნდა დავთანხმებოდით აი ამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და დაუსაბუთებელ მოთხოვნებს და არ უნდა გადაგვეყარა ისევ წყალში ის, რასაც დღეისთვის მივაღწიეთ.

ძალიან ძნელია, მესმის, რიგით ადამიანს, რომელმაც დაკარგა შემოსავალი, რომელსაც უჭირს გააგებინო, მაგრამ მე ვერ ვხედავ უკეთეს გამოსავალს. ყველა შეზღუდვის მოხსნა არ არის უკეთესი გამოსავალი. რომ არ გაღარიბებულიყო ეს ხალხი ამიტომ ზაფხულში მათ გაუხსნეს ყველა შესაძლებლობა და ამიტომ მივიღეთ ნოემბერი და დეკემბერი”, - აღნიშნა ცერცვაძემ გადაცემაში "რეზიუმე".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42