ტურისტი, რომელსაც ვაქცინაცია სრულყოფილად ექნება გავლილი, ქვეყანაში შემოსვლას შეუფერხებლად შეძლებს - ნათია თურნავა
COVID-19 - 20:49, 26 Jan, 2021     1203

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ვაქცინაცია სრულყოფილად ექნება გაკეთებული, ქვეყანაში შემოსვლას შეუფერხებლად შეძლებს - რადგან, მისივე თქმით, მათთვის პრიორიტეტია მიიღონ მხარჯველუნარიანი და უსაფრთხო სტუმრები.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შემოსვლის რეჟიმის შესახებ სრულყოფილი და დაზუსტებული ინფორმაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

თურნავას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ფრენები ქვეყანაში პირველი თებერვლიდან აღდგება, ტურისტული სეზონის სრულყოფილად აღდგენა გვიან გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, მოწადინებულები არიან რომ, პირველ რიგში, აჭარამ, როგორც მწვანე რეგიონმა, უმასპინძლოს ტურისტებს.

"ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე, ტურისტებზე, ვინც მხარჯველუნარიანია და უსაფრთხო.

არ გვაქვს არავის ილუზია და არც ტურისტულ სექტორს, რომ პირველი თებერვლიდან, ფრენების გახსნის შემდეგ სრულყოფილად აღდგება ტურისტული ცხოვრება და ტურისტული სეზონი. ვფიქრობ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან და ვაქცინაციის ტემპებიდან გამომდინარე, უფრო გვიან გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი ვისარგებლოთ ამითი.

პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები სრულიად დაშვებულია, ახლა მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი. ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც აქვს ვაქცინაცია სრულყოფილად გავლილი და ეს არის მთელი ციკლი, ორი ინექცია გაკეთებული, შესაბამისი ცნობით, შეუფერხებლად შემოვა საქართველოში, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეებში გავახმოვანებთ.

სწორედ ამ ქვეყნებზე ვაკეთებთ გათვლას. ეს არის ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ეს არის ევროკავშირი, სადაც ტემპს იკრებს ვაქცინაცია და რეგიონიც. ტუროპერატორებთან ერთად გავივლით, თუ რა პრობლემა შეიძლება იყოს - ტრანსპორტირების საკითხიც შეიძლება ორგანიზებულად მოგვარდეს, თუ ისინი აჭარაში წავლენ, თუმცა, შეიძლება ისინი თბილისშიც გაჩერდნენ, რადგან სასტუმროები თბლისში არ დაკეტილა, სასტუმროებში არსებული რესტორნები რეგულაციების დაცვით მუშაობს. თუმცა, ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ, პირველ რიგში, აჭარამ, როგორც მწვანე რეგიონმა, უმასპინძლოს მათ,"- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42