სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებულ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს, ლავრენტი გოგსაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის უფლებადამცველის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრა პატიმრობა. პროკურატურამ წარმოადგინა არგუმენტები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მათი არგუმენტი გავაბათილეთ და სასამართლომ ასე მიიჩნია. ჩვენ გვაქვს გასაჩივრების უფლება, შევთანხმდები მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 მარტს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლავრენტი გოგსაძე გუშინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






