მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 100გრ.
შაქარი 150გრ.
შოკოლადი 120გრ.
კვერცხი 2ც.
კარაქი 85გრ.
ხსნადი ყავა 1 ჩ/კ.
ნიგოზი 100გრ.
ვანილი 1 ჩ/კ.
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
ცოტა მარილი
კრემი:
ხაჭო 150გრ.
არაჟანი 100გრ.
კარაქი 40გრ.
შაქარი 150გრ.
დარიჩინი და ვანილი გემოვნებით.
მინანქარი (გლაზური):
შავი შოკოლადი 150გრ.
კარაქი 1 ს/კ.
ნაღები 3 ს/კ.
ხსნადი ყავა 1 ჩ/კ.
შოკოლადი, კარაქი და ხსნადი ყავა გავადნოთ ნელ ცეცხლზე ერთიანი მასის მიღებამდე, ცოტა გავაცივოთ, დავამატოთ შაქარი, კვერცხი, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და კვლავ ავთქვიფოთ, ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და კარგად ავურიოთ. მომზადებული ცომი ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ფირფიტა გავაცივოთ, წავუსვათ კრემი და შევდგათ მაცივარში 1 საათით, შემდეგ ნამცხვარი გამოვიღოთ მაცივრიდან, მოვასხათ მომზადებული მინანქარი და კვლავ შევდგათ მაცივარში 30 წუთით.
კრემის მომზადება:
არაჟანს, დავამატოთ ხაჭო, კარაქი, შაქარი, ვანილი, დარიჩინი და კარგად ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
მინანქარის (გლაზურის მომზადება):
შოკოლადს დავამტოთ ხსნადი ყავა, ნაღები, კარაქი და გავადნოთ წყლის აბაზანაზე. (მომზადების შემდეგ მინანქარი ცოტა გავაცივოთ და მოვასხათ ნამცხვარს).
მასალის გამოყენების პირობები