ნუ მილოცავთ იმას, რაც არ იცით, რომ სიმართლეა, ზუსტად ისევე როგორც მაშინ მისამძიმრებდით! – ქეთი წიკლაურის მიმართვა
სოც.მედია - 16:26, 26 Jan, 2021     2830

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ცრუ ინფორმაციას მისი შვილი ქეთი წიკლაური გამოეხმაურა.

როგორც ირკვევა, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ წიკლაური კარგად არის, როცა მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მე მესმის თქვენი ყველასი ინტერესი მამას მდგომარეობასთნ დაკავშირებით და ჩვენი ოჯახის განსაცდელის ასე გულთან ახლოს მიტანისათვის, თქვენ თითოეულს უღრმესი მადლობა. მე ყოველდღიურად ვხედავ და ვგრძნობ ამას და მადლობელი ვარ თქვენი ასეთი სიყვარულისათვის და გვერდში დგომისათვის.

მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, დღეს რომ გითხრათ უკვე ჩემი სიტყვებით და არა ჩემი შვილისგან გაზიარებული სტატუსით შემდეგი. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მიიღებთ აბსოლუტურ სიმართლედ ასეთი ტიპის სტატუსებს! პირდაპირ ვიტყვი – ჩემთვის უზნეოს და არაეთიკურს! ვინაიდან ერთი სიტყვითაც არ შეუკითხავთ არავის და არ შემხმიანებია არც ერთი „ჟურნალისტი“ ამ საიტიდან, რომ ასე მარჯვედ და დიდის სასიხარულო დადასტურებით დაედოთ აქ ეს ინფორმაცია. ექიმებთან საუბრიდანაც ვიცი, რომ მათ არავისთვის არ მიუციათ ოფიციალური ინფორმაცია (ჩემი თანხმობის გარეშე და ჩვენი ოჯახის სურვილის გარეშე, ისინიც კი ვერ ბედავენ ვერანაირი ინფორმაციის გაცემას). აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ნუ დაიჯერებთ ინტერნეტ-სტატუსების ჟივილ-ხივილს, ანდა ცოტა ხანი მაინც შეჩერდით თქვენს მწუხარებასა თუ სიხარულში, სანამ არ დადასტურდება ინფორმაციის ავთენტურობა.

ნუთუ 2 კვირის წინანდელი ამბავი აშკარა მაგალითი არ იყო იმისა, თუ როგორ უნდა აღიქვა და გაფილტრო ინტერნეტში ინფორმაცია?! როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ გაცნონბებთ, ღმერთის წყალობით სასიხარულო ინფორმაციას. ნუ მილოცავთ იმას, რაც არ იცით რომ სიმართლეა, ზუსტად ისევენაირად როგორ მაშინ მისამძიმრებდით! თუ ჩემთან არ გებადებათ ის თავდაპირველად საჭირო შეკითხვა – ქეთი, მამა როგორაა, რომ დაელოდოთ ჩემს პასუხს და ეგრევე მოლოცვებით მახარებთ, – ხომ არ ჯობია, მაშინ ჯერ იმათთან გადაამოწმოთ, სადაც ამოიკითხეთ ეს სიახლე, პირადში მიწერეთ მათ და შეეკითხათ საიდან იციან და ვინ მოაწოდა ეს ინფორმაცია და ნამდვილად სიმართლეა თუ არა? და მერე კიდევ ცოტა ხანი დაელოდეთ…..აბა კიდევ რას დაწერენ ინტერნეტში… გარწმუნებთ, ჩემზე მეტად არ გენდომებათ მამა რომ კარგად იყოს. ამჟამად მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმე. გმადლობთ“, – წერს ქეთი წიკლაური.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42