გლდანის N8 და ქსნის N15 დაწესებულებებში კორონავირუსი 78 პატიმარს დაუდასტურდა
COVID-19 - 13:33, 26 Jan, 2021     1045
გლდანის მე-8 და ქსნის მე-15 დაწესებულებაში კორონავირუსის 78 შემთხვევა დაფიქსირდა. უფრო ზუსტად - გლდანის ციხეში 38, ქსანში კი 40 შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროცესი მიმდინარეობს. მინისტრის განცხადებით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ინტენსიური ტესტირების პროცესი თვის ბოლოს დასრულდება.

ლორთქიფანიძის თქმით, გლდანის ციხიდან 8 პატიმარს გამოვლენილი აქვს სიმპტომები და ისინი სამოქალაქო კლინიკაში არიან გადაყვანილნი, ხოლო 30 უსიმპტომოა და საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. ქსნის ციხიდან კი 40-ვე პაციენტი უსიმპტომოა და მათი ჰსოპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო.

"თუ ამ ადამიანებიდან რომელიმეს გამოვლინდა სიმპტომი, მყისიერად, ისინი გადაყვანილნი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში. რა თქმა უნდა, იზოლირებულები არიან მათი კონტაქტები. ამ ეტაპისთვის, კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს", - აცხადებს გოჩა ლორთქიფანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42