შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არაა... თუ ჩვენ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ზუსტად 2-3 კვირაში გაცილებით რთული სიტუაცია იქნება - მდინარაძე
COVID-19 - 12:50, 26 Jan, 2021     1110

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომი დასრუების შემდეგ შეზღუდვების მოხნის თაობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ თუ დაწესებულ რეგულაციებს ახლა მოხსნიან, 2-3 კვირაში ივირუსის გავრცელების მაჩვენებეი ისევ მაღალი იქნება. მდინარაძის თქმით, შეზღუდვები ვინმეს თვითმიზანს არ ემსახურება:

„ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროდ, არ ცხრება, მათ შორის სპეკულაციებიც, თუმცა, ჯანსაღი დისკუსიაც არის იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებულია შეზღუდვების ის ფორმები, თავისი პლუს-მინუსებით, რაც ქვეყანაშია და რომლის ეტაპობრივი მოხსნაც ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ შეზღუდვების განხორციელება საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის მარტივი არაა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არაა. არანაირი ბენეფიტი შეზღუდვას არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, იცავს ეკონომიკას. ჩვენ გვახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი-ორი თვის წინ, დღეში საშუალოდ 5000 ათასი შემთხვევა გვქონდა. ამას უმძიმესი შედეგები მოჰყვა. გვახსოვს გარდაცვალების მაჩვენებელი. ასევე, იყო პერიოდი, როცა ჯანდაცვის სისტემისთვის ურთულესი ხდებოდა გამკლავებოდა ამ უმძიმეს გამოწვევას. ჩვენ თანმიმდევრული ღონისძიებებით, შეზღუდვებით შევძელით რომ ეს ყველაფერი უმოკლეს დროში ყოფილიყო იმგვარი დინამიკის, რომ დღეს დაახლოებით 1000 შემთხვევა გვაქვს.

ვფიქრობთ, რომ გარკვეული ინდიკატორები იყოს, იყოს გარკვეული დათქმა, რომ მაგალითად, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, თუ დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ შეზრუდვების მოხსნაზე უფრო თამამად ვილაპარაკოთ. ამ ინდიკატორზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შეზღუდვების მოხსნა. როგორც კი დადებითობის მაჩვნებელი 4 % ჩამოცდება, ჩვენ დავიწყებთ ფიქრს შეზღუდვების მოხსნაზე, მაგალითად ტრანსპორტის აღდგენაზე. თუ ჩვენ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება უკვე მოხსნილი შეზღუდვების კვლავ აღდგენა“, - განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42