უტქიაგვიკი, წარსულში ცნობილი, როგორც ბარროუ – პატარა ქალაქი ჩრდილოეთ ალასკაზე, რომლის მოსახლეობაც 2005 წლის მონაცემებით სულ რაღაც 4,6 ათასს შეადგენს. ალბათ გახსოვთ, მასზე ნოემბერში ვწერდით.
თითქოს არაფრით გამორჩეულ ქალაქში, 2020 წლის18 ნოემბერს დაღამდა.
პოლარული ღამემ ბაროუში 66 დღე გასტანა. ქალაქში 2021 წლის 23 იანვარს გათენდა.
თუ სიბნელის მოყვარული არ ხართ და ღამე გაშინებთ, მაშინ ეს ქალაქი თქვენთვის ნამდვილად არ არის.
66 დღიანი ღამე და თოვლი, ყინვა და აუტანელი სიცივე – ეს ყველაფერი ხშირი თვითმკვლელობების მიზეზი ხდება.
ალბათ ყველამ კარგად იცის ის ფაქტი, რომ „ზამთარში დღეები მოკლეა“, ბარროუს კი განსაკუთრებული რამ ერგო, ქალაქში დღე საერთოდ არ არის დიდი ხნის მანძილზე.
ნომებრის პირველი რიცხვიდან ქალაქში მხოლოდ 5 საათიანი დღეები დგება, 18 ნოემბერს კი მზე მხოლოდ 34 წუთით ამოდის.
მასალის გამოყენების პირობები






