ინდონეზიაში, წელიწადნახევრის შემდეგ, აღმოაჩინეს ქალი, რომელიც ზღვაში ქარიშხლის დროს გაქრა. Daily Mail- ის თანახმად, 52 წლის ნინინგი სუნარსიჰი ოჯახთან ერთად ისვენებდა სანაპიროზე, როდესაც მოულოდნელად, ცურვის დროს, იგი გიგანტურმა ტალღამ ზღვაში გაიტაცა.
რამდენიმე კვირის შემდეგ ინდონეზიის ხელისუფლებამ შეაჩერა სამაშველო ოპერაცია და ქალი გარდაცვლილი გამოაცხადა.
როგორც ქალის ოჯახის წევრები ყვებიან, ნინინგის მამას რამდენმჯერმე დაესიზმრა, რომ სუნარსიხი ნათესავებს გაუჩინარების ადგილთან ძალიან ახლოს ელოდებოდა. მამაკაცი დიდხანს არ აქცევდა ყურადღებას მის სიზმრებს, მაგრამ შემდეგ ოჯახის წევრებს მოუყვა და სანაპიროზე გავიდნენ.
სუნარსიხის ახლობლებმა საღამოს მთელი სანაპირო შემოიარეს და შუაღამეს მძინარე ქალი იპოვეს, რომელიც ნინიგი აღმოჩნდა. ის, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით იწვა იმ ადგილიდან, საიდანაც გაუჩინარდა.
ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა, თუმცა არ საუბრობდა და მხოლოდ საკვების მიღება შეეძლო.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რა შეემთხვევა ქალს და სად იმყოფებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში.
მასალის გამოყენების პირობები






