შეიარაღებული თავდასხმა მარნეულში ჯართის მიმღები პუნქტზე - დაკავებულია 6 პირი
კრიმინალი - 19:03, 23 Jan, 2021     1681

სოფელ ყიზილაჯლოში, ჯართის მიმღები პუნქტის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დაეუფლნენ 2000 ლარს, ორ მობილურ ტელეფონს, 2 საათს და ვერცხლის ყელსაბამს.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

დაკავებული და მხილებულია 6 პირი: 1997 წელს დაბადებული რ.უ., 1998 წელს დაბადებული რ.ბ., 1999 წელს დაბადებულები ე.გ. და ა. შ, ასევე 2000 წელს დაბადებული ი.უ. და ამავე წელს დაბადებული ე.გ.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები მიმდინარე წლის 18 იანვარს ყაჩაღურად თავს დაესხნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ჯართის მიმღები პუნქტის ტერიტორიაზე მდებარე ვაგონში მყოფ, ამავე ობიექტის თანამშრომლებს - მ.მ.-სა და ქ.ა.-ს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2000 ლარს, ორ მობილურ ტელეფონს, 2 საათს და ვერცხლის ყელსაბამს.

თავდამსხმელებმა დაზარალებულებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მეორე ვაგონში გადაიყვანეს და ჩაკეტეს, ის ვაგონი კი, რომელზეც თავდაპირველად განახორციელეს თავდასხმა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაწვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონები, დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვადასხვა ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, 187-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს"- წერია ოფიციალურ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42