კარტოგრაფების საქმის ადვოკატებმა საკუთარი მტკიცებულებები პროკურატურაში მიიტანეს და სასამართლოში სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მოწმედ დაბარებას მოითხოვენ.
ადვოკატები აცხადებნ, რომ პროკურატურის 28 საათიანი მტკიცებულებებით მეცნიერების ბრალეულობა არ დასტურდება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. (საუბარია გუშინ, 21 იანვარს, გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებზე).
"ბატონი ივანიშვილის გამოკითხვა ვერ მოხერხდა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ის მოწმეები რომელიც გამოკითხა ბრალდების მხარემ, ჩვენ ყველას დაკითხვას მოვითხოვთ სასამართლოზე" ,- ამბობს გიორგი მშვენიერაძე
"დღეს სრულდება საგამოძიებო პროცესი, შემდეგ იქნება წინასასამართლო სხდომა და საქმე გადაიზრდება პროკურატურის იმედით არსებით სხდომაში, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ რომ საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს", - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
შეგახსენებთ რომ კარტოგრაფების საქმეზე დღეს გასაჯაროვდა პრეზიდენტ, სალომეზურაბიშვილის ჩვენება,რომელიც სადაო პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
ცნობისთვის, წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს არის ჩანიშნული, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ
მასალის გამოყენების პირობები






