დღეს საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს ბრალდებული ვასამბეგ ბეკოვიც ესწრებოდა.
პროცესზე ჩვენება მისცა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მან მოსამართლეს უკრაინელი კოლეგების მიერ მიცემული ინფორმაცია მიაწოდა:
"ძალიან უსიამოვნოდ გამოვედი, რაღაცნაირი ხმით იჯდა ბოკოვი... აი, ასე წარმომიდგენია ქილერი. არა მაქვს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, ეს კაცი შეკვეთილი მკვლელია თუ არა - დარწმუნებული ვარ ამაში. შემკვეთი არის ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი, მაგრამ სუს-ს აქვს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, რომ კვალი ადის პუტინამდე და აღარ იცის, რა ქნას. სუსში ზუსტად იციან, რომ კადიროვი არის პირველადი დამკვეთი, მაგრამ აქვთ ინფორმაცია, აქვთ ჩვენებები, რომ კადიროვის დამკვეთი არის თავად პუტინი", - განაცხადა გვარამიამ პროცესის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.
სუს-ის განცხადებით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.
მასალის გამოყენების პირობები






