სარესტორნო ბიზნესი ძალიან სენსიტიური საკითხია, მათი გასაჭირი კარგად ვიცი, საერთო ჩატი გვაქვს შექმნილი - თურნავა
COVID-19 - 15:45, 22 Jan, 2021     905

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ რეჟიმში ხშირად აქვს ურთიერთობა და კარგად იცის, რა მდგომარეობაშიც არიან ისინი. როგორც თურნავა განმარტავს, რესტორნები და კაფე-ბარები 1-ელი თებერვლიდან ფუნქციონირებას ღია სივრცეებში დაიწყებენ, ამ სფეროს ამუშავების შემდეგი ნაბიჯი კი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მოხდება:

"სარესტორნო ბიზნესს რაც შეეხება, ვიცი, რომ ძალიან სენსიტიური საკითხია, არაერთი შეხვედრა გვქონდა ჩვენ მათთან, პრაქტიკულად, ყოველდღიურ ონლაინრეჟიმში ვარ მათთან კონტაქტში, საერთო ჩატი გვაქვს შექმნილი და მათი გასაჭირი ძალიან კარგად ვიცით და გულთან ახლოს მიგვაქვს, მაგრამ ვინაიდან მიჩნეულია, რომ რესტორნები და კაფეები არის გადადების საფრთხის დამაგენირებელი ობიექტი თუნდაც იმის გამო, რომ აქ არ გამოიყენება პირბადე, აქედან გამომდინარე, დროში ავაცილეთ ჩვენ ერთმანეთს იგივე სავაჭრო ქსელისა და სარესტორნო სექტორის გახსნა.

მივდივართ ამ ნაბიჯზე აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი არის დაბალი, 4%-ზე ნაკლები და იქ ღია სივრცეებში უკვე დაიწყებენ ფუნქციონირებას კაფეები და რესტორნები 1-ლი თებერვლიდან, რა თქმა უნდა, წესების დაცვით და შაბათ-კვირის გამოკლებით. შემდგომში უკვე ვიმსჯელებთ, დანარჩენ საქართველოში რა პერსპექტივებია ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგის პირობებში", - აღნიშნავს თურნავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42