დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამრიან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე გატესტილი სამი მნიშვნელოვანი სეგმენტიდან (ტაქსის მძღოლები, მოვაჭრეები და რელიგიური წარმომადგენლები) დადებითობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სასულიერო პირებში დაფიქსირდა. მისი განცხადებით, რელიგიური მსახურებიდან ინფექცია 62-ს აღმოაჩნდა:
"მოგეხსენებათ ერთ-ერთი ინდიკატორი შემსუბუქებისთვის არის ე.წ დადებითობის მაჩვენებელი, ანუ ტესტირებიდან რამდენია დადებითი. დღევანდელი მაჩვენებლი გვაქვს 6,1. სულ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში გვაქვს 7,3%. ეს სერიოზული შემცირებაა, ჩვენ ეს მაჩვებელი ნოემბრის ბოლოს გვქონდა 30%-მდე და ზოგჯერ მეტი. ეს შემცირების ტენდენციაა, მაგრამ დავმშვიდდებით 5%-ზე ან 3%-ზე თუ ჩამოვა დადებითობის მაჩვენებელი, რაც აჭარაში უკვე გარკვეულად მიღწეულია, ამიტომაც აჭარაზე უფრო თამამი ღონისძიებები ტარდება შემსუბუქებასთან მიმართებაში. 9222 ტაქსის მძღოლი გვყავს გატესტილი და იქიდან დადებითი 0,7%-ია. პრინციპში მაღალი გავრცელება არ არის ტაქსის მძღოლებში. 5035 ბაზრის მოვაჭრეა გატესტილი და აქედან 1-%-ია დადებითი, ხოლო რელიგიის მსახურებში გვაქვს ცოტა მეტი - 1,5%-ია დადებითობის მაჩვებელი 4231 რელიგიის მსახურიდან, ანუ აქედან 62-ს აღმოაჩნდა" - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






