ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, საერთო ჯამში 15 000 PCR ტესტი ჩატარდა ჯანდაცვის უწყების მიერ, რომელთაგან 2705 ადამიანის ინფიცირება გამოვლინდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 131 ტესტი იქნა ჩატარებული, რომელთაგან 33 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდ -19. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ სამხრეთ ოსეთის სპუტნიკის გამოცემა წერს.
„სამხრეთ ოსეთში“ სულ 65 ადამიანია გარდაცვლილი კორონავირუსისგან.
საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში აფხაზეთში დღემდე გამოვლენილია კოვიდ-19-ის 10 984 შემთხვევა, რომელთაგან 8898 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 156-მა კი ფატალურად დაასრულა სიცოცხლე. გასული დღე-ღამის განმავლობაში 514 ადამიანზე ჩატარდა გამოკვლევა, რომელთაგან 109-ს დაუდასტურდა კორონა ინფექცია. ინფორმაციას ავრცელებს sputnik Abkhazia ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით. ამ დროისთვის გუდაუთის კოვიდ საავადმყოფოში სტაციონარულ რეჟიმში მკურნალობას გადის 127 ადამიანი, რომელთაგან 35 მძიმე მდგომარეობაში, 45 მათგანს კი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.
მასალის გამოყენების პირობები






