უნგრეთის ფარმაკოლოგიისა და კვების ეროვნულმა ინსტიტუტმა ოფიციალურად დაარეგისტრირა კოვიდ 19-ის რუსული ვაქცინა, SPUTNIK V. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, Ria პირდაპირი ინვესტიციების ფონზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამგვარად, უნგრეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც ოფიციალურად დაუშვა რუსული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი გამოსაყენებლად. ვაქცინის რეგისტრაცია დაჩქარებული წესით მოხდა მას შემდეგ, რაც მისმა კლინიკური გამოცდებმა დადებითად ჩაიარა უნგრეთში- ექსპერტებმა პოზიტიური შეფასება მისცეს პრეპარატს. ბუდაპეშტში ვაქცინის პირველი ნიმუშები ნოემბერში მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ SPUTNIK V მოხმარებისთვის ოფიციალურად დაუშვეს არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაისა და თურქმენეთში.
რუსული მედიის ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხულში Sputnik v-მა ესპერიმენტული ცდები წარმატებით გაიარა- იგი გამოსცადეს 18-იდან 60 წლამდე ათიათასობით ადამიანზე. კვლევის მონაცემების მესამე შუალედური ანალიზის შემდეგ, რუსულ ვაქცინაზე განაცხადეს, რომ მან 91 %-იანი ეფექტურობა აჩვენა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ. რუსეთში გამალეის ცენტრში ვაქცინაციის პროცედურა 2020 დეკემბერში დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები






