ერაყის მთავრობამ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ბაღდადის ცენტრში ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებასთან დაკავშირებით დაადასტურა. ძლიერ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 25 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ წერს BBC-ი.
შაჰიდის ქამრიანმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი ტაირანის მოედანთან, გადატვირთული ბაზრის ტერიტორიაზე აიფეთქეს. ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები- სამართალდამცავები განლაგდნენ აფეთქების ადგილას- დაკეტილია დასახლებული პუნქტის შესასვლელი და გამოსასვლელები. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.
სოციალური მედიის არხებზე ამ დრომდე ვრცელდება აფეთქების შემზარავი კადრებ. აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა ერაყში პირველია 2018 წლის იანვრის შემდეგ. ამ დრომდე პასუხისმგელობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები






