ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, მინიმალური თანხა, რომელსაც ქვეყანა კორონავირუსის ვაქცინაში გადაიხდის 64 მილიონი ლარია, ხოლო მაქსიმალური 158 მილიონი ლარი - მისივე თქმით, ფასებს შორის სხვაობა ვაქცინების განსხვავებული ღირებულებით არის განპირობებული.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ მოსახლეობის 20%-სთვის საჭირო ვაქცინა უკვე შეძენილია და ასევე მობილიზებულია დამატებითი რესურსი სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკიდან.
"განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან მოგეხსენებათ, ვაქცინის ფასი შესაძლოა, მერყეობდეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით მიღების შემთხვევაში", - განაცხადა გაბუნიამ.
რესურსის მობილიზებას რაც შეეხება, ქვეყანამ უკვე მოახერხა ის, რომ ნაწილი ამ თანხის ბიუჯეტიდან გადაიხადა კოვაქსის პლატფორმაში, რაც ჩვენ გვაძლევს გარანტიას მოსახლეობის 20%-ისთვის ვაქცინის მიღების თაობაზე. თუმცა, დამატებით იქნებ კიდევ საჭირო რესურსი მობილიზებული და სხვადასხვა წყაროდან, ერთ-ერთი გახლავთ ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება, რაც ძალიან მალე ამოქმედდება და წლის ბოლომდე ეს მოგვცემს საშუალებას სრულად მოვიცვათ ბიუჯეტურად, რაც გვჭირდება", - განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






