საქართველოს მთავრობამ კორონავირუსზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა - ვინ აიცრება პირველ ჯერზე
COVID-19 - 12:42, 21 Jan, 2021     2002
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ გეგმის მთავარი ამოცანაა, რომ 2021 წლის ბოლომდე მოსხალეობის 60% აიცრას.

"ეს არის იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ასევე, ვაქცინაციის მოცვით ჯამურად, იყოს მოსახლეობის უმრავლესობა დაცული იმუნური პასუხით და ამან მოგვცეს შესაძლებლობა, ეკონომიკის გახსნა მოხდეს უსაფრთხოდ და აღარ იყოს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები. ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რეალისტურიც, შესაძლებელი იქნება ამის მიღწევა წლის ბოლომდე" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, პირველ რიგში სამიზნე რისკჯგუფების მოცვა მოხდება, შემდეგ კი ვაქცინაცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

ჯანდაცვის სფეროს მუშაკები - 71 000, მოცვის მაჩვენებლი 65%-ია, პირველ ეტაპზე 46 000 სფეროს წარმომადგენელი უნდა აიცრას; ამ ჯგუფს წლის პირველივე კვარტალში აცრიან.

შემდეგ მოდის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი - ჯგუფის სიდიე 2 600-ია და მოცვა 60% იქნება.

ასაკობრივი ჯგუფები - 75 წლის ზემოთ, 65-დან 74-წლამდე პირები და ძირითადი სერვისების მიმწოდებლები ( პოლიცია, ჯარი, სხვა) - ჯგუფის სიდიდეა 180 000 სამიზნე მოცვა - 108 ათასი დაახლოებით.

შემდეგი იქნება სხვა შედარებით ნაკლები რისკის ჯგუფები, როგორც ასაკობრივი, ისე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომელთა სპეციალური ჩამონათვალიც გეგმაშია გაწერილი.

ჯამურად პირველი მაღალი რისკის ჯგუფები - 830 000 ადამინია ამის შემდეგ კი მოსახლეობის სხვა ჯგუფების ვაქცინაცია დაიწყება რაც დაახლოებით, 860 000, ანუ ჯამურად მილიონ 7000 ათასი ადამიანის მოცვა უნდა მოხდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42