ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ოფიციალურად მიმართა, სადაც გაცხადებულია, რომ აშშ უარს ამბობს ტრამპის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ და სურს მისი შემადგენელი ნაწილი იყოს.
„ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრად სურს, რომ დარჩეს. ჯანმო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს როგორც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე სხვა გლობალური ჯანდაცვის წინაშე მდგარი გამოწვევების გადალახვაში“ - ნათქვამია ბაიდენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც თეთრი სახლის გვერდზე გამოაქვეყნეს.
შეგახსენებთ, ორმ 2020 წლის 6 ივნისს ამერიკის მთავრობამ გაუგზავნა გაეროს ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამი იყო რომ აშშ ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლისს დატოვებდა. წინამორბედმა პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სიტუაცია ძალზე დაიძაბა ჩინეთთან პანდემიის ფონზე.
მასალის გამოყენების პირობები






