აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მიმართა და განაცხდა, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი, მათ შორის მათი ვინც მხარი არ დაუჭირა.
მისი თქმით, ეს არის დემოკრატია და ამერიკა, ამიტომ იბრძოლებს ყველასთვის.
"ნება მომეცით, გითხრათ ყველას, ვინც მხარი არ დაგვიჭირა - მომისმინეთ, შემაფასეთ მე და ჩემი გული. თუ კვლავ არ მეთანხმებით, დაე, ასეც იყოს. ეს არის დემოკრატია. ეს არის ამერიკა. უფლება, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები მშვიდობიანად, ჩვენი ნაციის ალბათ უდიდესი ძალაა. მომისმინეთ. განსხვავებულმა შეხედულებებმა არ უნდა მიგვიყვანოს გათიშულობამდე. და მე თქვენ ამის პირობას გაძლევთ. მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. გპირდებით, ისევე ვიბრძოლებ მათთვის, ვინც მხარი არ დამიჭირა, როგორც მათთვის, ვინც დამიჭირა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






