სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია გრძელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:02, 04 Dec, 2013     2464

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში, სოფ. ვეჯინის მიმდებარედ, ღია დამშრობი ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს.   სადრენაჟე სამუშაოები მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფ. ვეჯინში, რომლის დასრულების შემდეგ, დაჭაობებული 924 ჰექტარი მიწის  გამოყენება გახდება შესაძლებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის.  აღნიშნული ფართობი, რომელიც   20 წელზე მეტია დაჭაობებულია, კერძო საკუთრებაა და   სოფ. ვეჯინის მოსახლეობას ეუთვნის. პროექტის ღირებულებაა 342,429 ლარი.

დღეისათვის, უკვე შესრულებულია 24 ათასი ლარის ღირებულების  სამუშაოები. ადგილზე მუშობს 7 ერთეული სპეც-ტექნიკა. 5 ერთეული ექსკავარტორი და 2 ერთეული ბულდოზერი. კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები საკუთარი ძალებით ერთი თვის წინ დაიწყო და სავარაუდოდ,  2014 წლის 1 მარტს დასრულდება.

ასევე, კომპანიას დაგეგმილი აქვს  ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში ალაზნისპირა მასივის დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია.

აღნიშნულ სამუშოებს კომპანიის დაკვეთით, საჯარო სააქციო საზოგადოება „უკრაინის მელიორაციისა და წყალსამეურნეო მშენებლობის სათაო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ დააპროექტებს.

,,სადრენაჟე  სამუშოები  ჩატარდება  გურჯაანის მუნიციპალიტეტის  სოფლებში კარდენახის, ბაკურციხის, კოლაგის, ძირკოკის, ჭანდარის, სოფ.გურჯაანის, ვაზისუბნის, ჩუმლაყის, ყიტაანის და ქალაქ გურჯაანის 3000 ჰა ფართობზე, რომელიც ასევე, წლებია დაჭაობებულია. უკვე დაწყებულია პროექტირება, რომელიც   2014 წლის მარტში დასრულდება.  ამის შემდეგ უკვე  სარეაბილიტაციო სამუშოებიც დაიწყება“, - განაცხადა ვაჟა კირტავამ.

სადრენაჟე სამუშოები განხორციელდება კომპანიის საკუთრი ძალებით. ობიექტი შეტანილია კომპანიის 2014-2017 წლის  სარეაბილიტაციო სამუშოების პროგრამაში. აღნიშნული პროექტის წინასწარი, სავარაუდო ღირებულებაა 4,5 მლნ ლარი.

ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში ალაზნისპირა მასივის დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები 2015 წელს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42