ხატია შამუგიამ 12 წლიანი თანამშრომლობისა და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ "ისი პარი" დატოვა - ამის შესახებ თავად გაავრცელა ინფორმაცია და სოციალუ ქსელში სტატუსიც კი მიუძღვნა ამ გადაწყვეტილებას. ცნობილ პიარმენეჯერს არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა „ისი პარის“ დატოვება, თუმცა ამბობს, რომ წინ დიდი გეგმებია.
არ არის გამორიცხული , რომ ხატია შამუგია ირლანდიაში მიდის. დაახლოებით ერთი წლის წინ პიარმენეჯერმა აღიარა, რომ პრინცი იპოვა, რომელიც ირლანდიაში ცხოვრობს. ეს ქართველი მამაკაცი მის ბავშვობაშიც არსებობდა, მერვე კლასამდე უბნელები იყვნენ, შემდეგ ხატიამ საცხოვრებელი სახლი შეიცვალა და მათი გზებიც გაიყო. ამასობაში ხატია წარმატებულ ქალად იქცა, ის ქართველი ბიჭი კი ირლანდიაში წავიდა, ბიზნესი ააწყო და იმ ქვეყნის მოქალაქეც გახდა. მათი გზები წლების შემდეგ გადაიკვეთა და ძველი, ბავშვური ნაცნობობა სერიოზულ სიყვარულში გადაიზარდა.
"12-წლიანი ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა!
ჭირი იქა – ლხინი აქა.
ქატო იქა- ფქვილი აქა.
ცვლილებების და გამოწვევების დროა 2021-ში“, - წერს შამუგია.
ხატია შამუგიას ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა- გულშემატკივრები წერენ, რომ ეს კომპანია ხატიას გარეშე ვერ წარმოუდგენიათ.
ხატიას ამ სტატუსს სამასზე მეტი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ცნობილი ადამიანებისგანაც. პიარმენეჯერს უწერენ, რომ ის ნებისმიერი დიდი კომპანიისთვის დიდი შენაძენი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები