"დღეს ბრალის დაზუსტების შემდეგ ბრალდებაში ჩაემატა 2 სიტყვა: სხვისი დავალებით. თითქოს სხვისი დავალებით ხორციელდებოდა მთელი ის მოქმედებები, რასაც ედავებოდნენ აქამდე. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. - ჩვენთვის ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება და ასევე ის ორი წერილობითი სიტყვა, რომელიც ბრალდებაში არის ჩაწერილი. ამ ეტაპისთვის ჩვენ სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს.
ჩვენთვის არც აქამდე იყო რაიმე მტკიცებულებები საქმეში და დარწმუნებული ვართ არც ახლა არ იქნება რაიმე ისეთი, რაც ერთის მხრივ ბრალდებას დაადასტურებს და მეორეს მხრივ რაიმე ფორმით ვინმესთან კავშირს დაადასტურებს ამ ადამიანების," - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ კი თქვა, რომ ბრალის დაზუსტება არაფერს არც ამყარებს, არც არაფერს უშვებს.
"განსაკუთრებული ახალ ბრალში ბრჭყალებში არაფერი არ არის. არის სტილისტურად ოდნავ შეცვლილი, თუმცა შინაარსი იგივეა, გარდა იმისა, რომ ჩაამატეს "დავალების მიღების". არაფერს არც ამყარებს, არც არაფერს უშვებს ეს ჩანაწერი ბრალში. მთლიანად, როგორი ცუდი საქმეც იყო აქამდე, ისეთივე ცუდი საქმე იქნება მომავალშიც," - განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






