მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა - შაქრო კალაშოვის ყოფილი სიძე, რეზო "ლოტკინსკი“ გარდაცვლილი იპოვეს
კრიმინალი - 12:56, 20 Jan, 2021     5264

თბილისელი ე.წ კანონიერი ქურდი, რევაზ კახმაზოვი საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კახმაზოვი რეალურად კლანებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა და მას ნარკოტიკების სასიკვდილო დოზა შეგნებულად გაუკეთეს.

კახმაზოვი უშუალოდ აკონტროლებდა ე.წ. „ობშიაკის“ დიდ ნაწილს და ქურდულ სამყაროში ბევრი მტერიც ჰყავდა. მათ შორის ასატრიანების გავლენიანი კლანის წარმომადგენელი სერგეი ასატრიანი (ასატრინა უმცროსი).

ცნობილია ის, რომ რევაზ კახმაზოვს კრიმინალურ წრეებში „რეზო ლოტკინსკის“ სახელით იცნობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ამავე წრეში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი მეუღლე დანიელა ბონდარენკო, რომელიც ქურდული სამყაროს და მაფიის ცხოვრების სტილმა იმდენად გაიტაცა, რომ გვარიც კი შეიცვალა და „კორლეონე“ გახდა.

რუსული პრესის ცნობით , ეს წყვილი საკმაოდ მდიდრული ცხოვრების მოყვარული გახლდათ.

საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვედრამდე „ლოტკინსკი“ საბერძნეთში, კერძოდ – ათენსა და სალონიკში მდიდრულ სასახლეებში ცხოვრობდა და ყოველთვის ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებოდა.

„კანონიერი ქურდი“ მეუღლესთან ერთად ხშირად ისვენებდა ნიცასა და კანშიც.

სოციალურ ქსლში იძებნება მათი ძვირადღირებული წვეულებების ამსახველი ფოტოები და დანიელა კორლეონეს საკუთრებაში არსებული ცხენები. პრესა წერს იმასაც, რომ დანიელას დაბადების დღეზე მეუღლემ 700 000 ევრო აჩუქა.

რევაზ კახმაზოვი და მისი მეუღლე, დანიელა კორლეონე ფიგურირებენ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში. ირკვევა, რომ კრიმინალური გზით ნაშოვნი თანხის დიდი ნაწილი სწორედ დანიელა კორლეონეს ანგარიშზე ირიცხებოდა.

რუსეთში რევაზ კახმაზოვის მიმართ ახალი ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე ერთი წლის წინ დაიწყო.

მას კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ედებოდა ბრალად.

რუსეთის საგამოძიებო ორგანოს ცნობით, კახმაზოვმა რუსეთის არაერთ ციხეში გაავრცელა საკუთარი გავლენა, დანიშნა ე.წ. მაყურებლები და სისტემატიურად ახდენდა პატიმრებისგან ფულის გამოძალვას.

ამ გზით კახმაზოვის მეუღლის, დანიელა ბონდარენკოს საბანკო ანგარიშზე ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ევრო ირიცხებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. მაყურებლები კახმაზოვის დავალებით ფინანსური და სამეწარმეო დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პატიმრებს აიძულებდნენ, რომ მათ ოჯახებს მითითებულ ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩაერიცხათ.

რეზო ლოტკინსკის პირველი მეუღლე შაქრო კალაშოვის გერი გახლდათ. ცნობილი ექს-სიმამრის მსგავსად კახმაზოვის თბილისელი იეზიდი გახლდათ. პირველად ის თბილისში 1992 წელს ბანდიტიზმის მუხლით გაასამართლეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42