უნიკალური მიღწევა მედიცინაში- მეცნიერებმა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა განკურნების ეფექტურ გზას მიაგნეს
მსოფლიო - 11:00, 20 Jan, 2021     1488

შოტლანდიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ისინი უნიკალური აღმოჩენის წინაშე არიან- იპოვეს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა პოტენციური მკურნალობის გზები. მათი თქმით, ახალი აღმოჩენის შესაბამისად, შესაძლებელი იქნება დეგენერაციული დაავადების ფონზე დაზიანებული ნერვების აღდგენა.

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ACTA NEUROPATHOLOGIA-ს ჟურნალში ამ თვეში გამოაქვეყნეს თავიანთი კვლევა, სადაც აცხადებენ, რომ დაზიანებული ნერვული უჯრედების აღდგენა შესაძლებელია თუ მიტოქონდრიის უჯრედებში ენერგიის დონე გაუმჯობესდება, რაც შემდგომ მოქმედებაში მოყვანილ მამოძრავებელ ნერვულ უჯრედთა მდგომარეობას გამოასწორებს და პოტენციურად სასიკვდილო მდგომარეობიდან გამოჯანმრთელება მოხდება.

კვლევის წამყვანმა მეცნიერ-დირექტორმა, არფან მეტამ განაცხადა, რომ გუნდის მუშაობა იძლევა იმედს, რომ უჯრედის ენერგიის წყაროს აღდგენით შესაძლებელი იქნება აქსონების- ნეირონის წაგრძელებული ბოჭკოების დაცვა და მათი კონტაქტის შენარჩუნება კუნთებთან, რათა არ მოხდეს გადაგვარების პროცესი.

ზემოხსენებული კვლევა კარს უღებს კლინიკურ ცდებს და იმ შემთხვევაში თუ განმეორებით ჩატარებულ ცდებშიც ანალოგიური შედეგი მიიღება, ეს მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას, იპოვონ შესაბამისი წამლები, რომლებსაც მომავალში ადამიანებზე ექსპერიმენტულ კვლევებში გამოიყენებენ. „უკვე მიმდინარეობს სამუშაოები არსებული ლიცენზირებული წამლების იდენტიფიკაციისთვის, რომლებსაც შეეძლებათ მიტოქონდიირს გაძლიერება და ცენტრალური ნერვული სისტემის აღდგენა“ - განაცხადა მეტამ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება ამ ეტაპზე უნკურნებელია, მიუხედავად ამისა არსებობს მკურნალობის კურსები, რომელიც ადამიანებს სიმპტომების მართვაში ეხმარება. დაავადება პროგრესირების კვალდაკვალ იწვევს კუნთების დასუსტებას, რაც მოგვიანებით განაპირობებს დამოუკიდებლად გადაადგილების შეუძლებლობას. პაციენტმა სხვადასხვა სიმპტომებთან ერთად შესაძლოა ლაპარაკის უნარიც კი დაკარგოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42