მამაკაცმა უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში იცხოვრა- მან პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ სახლში დაბრუნების კორონავირუსის გამო ეშინოდა და აეროპორტში უფრო უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. ამის შესახებ წერს GUARDIAN-ი.
36 წლის მამაკაცი, კალიფორნიელი ადიტია სინგი სამართალდამცავებმა დააპატიმრეს- მას ბრალად ედება აეროპორტის აკრძალულ ზონაში შესვლა, ქურდობა და სხვა წვრილმანი დანაშაულები.
ჩიკაგოს პროკურორმა აღნიშნა, რომ პოლიციაზე დაყრდნობით მათ იციან, რომ ზემოხსენებული მამაკაცი ლოს-ანჯელესიდან ჩიკაგოში 19 ოქტომბერს ჩამოფრინდა. დაახლოებით სამი თვის შემდეგ, როდესაც სინგს გაერთიანებული ავიახაზების ორი თანამშრომელი მიუახლოვდა და სთხოვეს, ეჩვენებინათ იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ბარათი, მან აეროპორტის ერთ-ერთი თანამშრომლის სამკერდე ნიშანი აჩვენა, რომელზეც მისმა პატრონმა ადრე განაცხადა რომ დაეკარგა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ო ჰარას აეროპორტში ადიტია სინგი სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და იგი მხოლოდ 16 იანვარს შეამჩნიეს. მას შემდეგ, რაც იგი სამართალდამცავებმა დააპატიმრეს, მამაკაცმა თავისი 3 თვიანი უკანონო ცხოვრება აეროპორტში ახსნა იმით, რომ კოვიდ ინფიცირების ძალზე ეშინოდა და აეროპორტში უფრო დაცულად თვლიდა თავს.
მასალის გამოყენების პირობები






